ელექტროლუქს საქართველო

ჩვენს შესახებ

ელექტროლუქსი შვედური ბრენდია, რომელიც 1919 წლიდან ზრუნავს ჩვენს კომფორტზე. ბრენდმა ასპარეზობა კომპაქტური მტვერსასრუტების წარმოებით დაიწყო, შემდეგ კი საქმიანობა გააფართოვა სრული სპექტრის საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებამდე.

ელექტროლუქსი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პროდუქტის დიზაინს, ფუნქციონალურობასა და ინოვაციურ მახასიათებლებს. ამასთან, ბრენდისთვის პრიორიტეტულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობა, რესურსების დაზოგვა და გარემოზე ზრუნვა.

 

ელექტროლუქსი გლობალური ბრენდია, რომლის ტექნიკას დღესდღეობით მილინობით ოჯახი იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბრენდის წარმატება ეფუძნება ინოვაციებს, ხარისხს და ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომას. ყოველი პროდუქტი იქმნება ერთი მიზნით - ჩვენი უკეთესი ცხოვრებისთვის!

საქართველოში ელექტროლუქსის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ალტას, მეგატექნიკას და კონტაკტჰოუმის მაღაზიებში.